Monday, May 26, 2014

რატომ ექსტრემალური სპორტი?

              


                       რატომ მომინდა, რომ ექსტრემალურ სპორტზე გამეკეთებინა ბლოგი. იმიტომ, რომ მგონია საინტერესოა არამარტო ჩემთვის არამედ თქვენთვისაც. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს  მდედრობითი სქესისთვის ნაკლებად მიმზდველ და საინტერესო ბლოგად, მაგრამ  რომელ უინტერესობაზეა საუბარი როდესაც საქმე ექსტრემით გამოყოფილ ადრენალინს ეხება.   
                 ზოგადად სპორტი რომ ადამიანის ჯამრთელობისთვის სასარგებლოა ყველამ ვიცით. რასაც ვერ ვიტყვი ექსტემალურ სპორტზე. ის შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მაგრამ მისი ორიგინალურობაც ხომ ამაშია.... ყველაზე სახიფათო მომენტების შესრულება გვანიჭებს  მეტ ადრენალინს.
                  როგორც ექსტრემალები ამბობენ: ”საკმარისია ერთხელ გამოსცადოთ და შეიგრძნოთ ექსტრემით გამოყოფილი ადრენალინი და იგი იქცევა თქვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად. ”
                  ყოველთვის მშურდა("კეთილი შურით" რა თქმა უნდა) იმ  ადამიანების, რომლებიც თუნდაც ადიან მაღალ მწვერვალებზე სიამოვნებით, ან თავდაყირა ეშვებიან და უამრავი კიდევ ასეთი რამ... მისი ხიბლიც ესაა. ამ ყველაფრის ყურებაც კი უდიდეს ინტერესს იწვევს ადამიანში და შეგრძნება ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება..,.))))..... 
            პირადად  ექსტრემალურ სპორტთან რამოდენიმე წლის წინ მქონდა შეხება.  დღემდე არ მავიწყდება ის ემოციები და   შეგრძნებები,რომელიც პარაშუტით ფრენისას მივიღე...
         მართალია საქართველოში არა  ყველა ექსტრემალური სპორტის განვიტარების შესაძლებლობა მაგრამ საბედნიეროდ არის  რამოდენიმე ისეთი  სპორტის სახეობა, რომლებიც ნელნელა ვითარდება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დამწყები ან მოყვარული დონისათვის. ასეთებია მაგალითად "ჯომარდობა" და "პარაპლანი"... რომელთა ტურებიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და ვაპირებ პირადად გამოვცადო...  P.S.შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ შემდგომ  პოსტში.

1 comment:

  1. Best free bet codes, promo codes & free bets | ➤️ 다파벳 다파벳 dafabet dafabet 145바로 (토토솔로) - Vntopbet

    ReplyDelete