Monday, May 26, 2014
რატომ ექსტრემალური სპორტი?
რატომ მომინდა, რომ ექსტრემალურ სპორტზე გამეკეთებინა ბლოგი. იმიტომ, რომ მგონია საინტერესოა არამარტო ჩემთვის არამედ თქვენთვისაც. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს მდედრობითი სქესისთვის ნაკლებად მიმზდველ და საინტერესო ბლოგად, მაგრამ რომელ უინტერესობაზეა საუბარი როდესაც საქმე ექსტრემით გამოყოფილ ადრენალინს ეხება.
ზოგადად სპორტი რომ ადამიანის ჯამრთელობისთვის სასარგებლოა ყველამ ვიცით. რასაც ვერ ვიტყვი ექსტემალურ სპორტზე. ის შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მაგრამ მისი ორიგინალურობაც ხომ ამაშია.... ყველაზე სახიფათო მომენტების შესრულება გვანიჭებს მეტ ადრენალინს.
როგორც ექსტრემალები ამბობენ: ”საკმარისია ერთხელ გამოსცადოთ და შეიგრძნოთ ექსტრემით გამოყოფილი ადრენალინი და იგი იქცევა თქვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად. ”
ყოველთვის მშურდა("კეთილი შურით" რა თქმა უნდა) იმ ადამიანების, რომლებიც თუნდაც ადიან მაღალ მწვერვალებზე სიამოვნებით, ან თავდაყირა ეშვებიან და უამრავი კიდევ ასეთი რამ... მისი ხიბლიც ესაა. ამ ყველაფრის ყურებაც კი უდიდეს ინტერესს იწვევს ადამიანში და შეგრძნება ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება..,.)))).....
პირადად ექსტრემალურ სპორტთან რამოდენიმე წლის წინ მქონდა შეხება. დღემდე არ მავიწყდება ის ემოციები და შეგრძნებები,რომელიც პარაშუტით ფრენისას მივიღე...
მართალია საქართველოში არა ყველა ექსტრემალური სპორტის განვიტარების შესაძლებლობა მაგრამ საბედნიეროდ არის რამოდენიმე ისეთი სპორტის სახეობა, რომლებიც ნელნელა ვითარდება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დამწყები ან მოყვარული დონისათვის. ასეთებია მაგალითად "ჯომარდობა" და "პარაპლანი"... რომელთა ტურებიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და ვაპირებ პირადად გამოვცადო... P.S.შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ შემდგომ პოსტში.
Sunday, May 25, 2014
ექსტრემალური სპორტის სახეობები
ალპინიზმი
ალპინიზმი — ექსტრემალური სპორტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.
სპორტისა და აქტიური დასვენების ერთ-ერთი სახეობა. მის მიზანს წარმოადგენს მთების მწვერვალზე ასვლა. ალპინიზმის სპორტული არსი მდგომარეობს მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივად წარმოშობილი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვაში.
ისტორიულ-ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ კავკასიელი ხალხები, მათ შორის ქართველები, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს, ფართოდ იყენებდნენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად საჭურველს – წრიაპს, რკინის პალოებს, წერაყინს, ქანჩს, თოკსა და ჯაჭვს, საცოც ტყავებსა და თხილამურებს. რკინის სატეხების გამოყენება დამოწმებულია წარმართული დროის თქმულების – “მიჯაჭვული ამირანის” .
სვანურ ვარიანტში. როცა იბერიელების, კოლხებისა და ჰენიოხების საზღვრის გასწვრივ წამომართულ კავკასიონის მაღალ მთებს აღწერს ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი (ძვ. წ. I ს.), აღნიშნავს, რომ ეს “მწვერვალები ზამთრობით გაუვალია, მხოლოდ ზაფხულობით ადიან ფეხებზე ლურსმნებით დაჭედილი, დამუშავებული ტყავით ამოკრულები. ხოლო ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა და ამას იკეთებენ თოვლისა და ყინულის გამო”. სულხან-საბა ორბელიანის “სიტყვის კონაში” განმარტებული ბევრი სიტყვა დღევანდელ ალპინიზმში ადრინდელი მნიშვნელობით იხმარება. მაგალითად, წრიაპი – “ესე არს რკინა შემზადებული კბილებიანი, ტერფთა ამოსაკრავად, რათა ფრიალოთა მავალსა კაცსა ფეხი არა მოუცურდეს”. “წერაქვი”, დღევანდელი წერაყინი, საბას განმარტებით არის “ცალგნით სათხრელი აქვნდეს კლდეთ დასარღვევად”. იოანე ბატონიშვილის “კალმასობაში” მოთხრობილია, თუ როგორ ავიდა მღვდელი იოსებ მოხევე მყინვარწვერზე. იოსებ მოხევეს “მყინვარსა მთასა მიწა, კაცთაგან შეუვალსა” უნახავს აბრაამის კარავი, რომლის ნაჭერიც ერეკლე მეფისთვის მიურთმევია. მყინვარწვერის ფერდობზე, 4 100 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ნაკვეთ ხელოვნურ გამოქვაბულში ნაპოვნია შუა საუკუნეების ნივთები და მონეტები, ბრუტსაბძელაზე (3670 მ) – XVIII საუკუნის საკულტო ძეგლები.
კავკასიონის მწვერვალებზე, მათ შორის საქართველოს პიკებზე (მყინვარწვერი, უშბა, თეთნულდი, შხარა და სხვ.) პირველამსვლელებად ითვლებიან ინგლისის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ალპინისტები. უცხოელ მთამსვლელებს გამყოლებად და მეგზურებად, როგორც წესი, ახლდნენ ქართველები, რომლებმაც კარგად იცოდნენ მთის პირობები და მთაში მოძრაობის ტექნიკა. ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი მათგანის სახელი: მიტო არღვლიანი, მურათბი კიბოლანი, კოტე ფიცხელაური, ლალა ხუციშვილი. უფრო გვიან ცნობილი გამყოლები იყვნენ გახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ლობჟანიძე, გიგლა იჭირაული, პავლე (ბახვა) ფიფია და სხვები.
ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია ოფიციალურად 1923 წლიდან იწყება, როცა პროფესორების გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით აგვისტო-სექტემბერში ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე. გიორგი ნიკოლაძის 18-კაციანმა ჯგუფმა მწვერვალს 28 აგვისტოს მიაღწია. გამარჯვებულ მთამსვლელთა შორის ხუთი ქალი იყო. “ეს მწვერვალია. მოწინავეებმა საფეხურების ჭრას თავი დაანებეს და პირდაპირ ზევით აირბინეს. მიზანი მიღწეულია. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის შრომა და მზადება ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა”, – წერდა შემდეგ გიორგი ნიკოლაძე (“პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე,” თბილისი, 1924 წ.). ორი წლის შემდეგ ასევე გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით განხორციელდა პირველი საბჭოური ასვლა კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე. ვრცლად
წყარო
ჯომარდობა
ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING)-არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან.
თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის ან ვინილის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმის, რომ ნავი არ ჩაიძირება თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდება ან გაიხევა. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 მ-დან 6 მ-მდე, და სიგანე 1.8 მ-დამ 2.5 მ-მდე. ამ წესიდან გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 მ.
ნავები არის სხვადსხვა ფორმის. ჩვენთან გამოიყენება სიმეტრიული ნავები, რომელიც იმართება ნავის უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ. ნავში ჯდება 4 დან 12 კაცამდე.
მდინარის სირთულის კატეგორიები:
პირველი კატეგორია – ადვილი მდინარე ჩქერების და ნაკადების გარეშე, საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება (მაგ. მტკვარი მცხეთასთან ახლოს). მათთვის ვისაც არ უნდა თავს ძალა დაატანოს. მეორე კატეგორია – სწრაფი მდინარე, სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები), საჭიროა მანევრირება. (მდინარე არაგვი ზაფხულში). ასეთ მდინარეზე დაშვებას უკვე ჯომარდობა შეგვიძლია ვუწოდოთ.
მესამე კატეგორია – სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები. სჭირდება კარგი მანევრირება. (არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი, რიონი). მეორე კატეგორიის მდინარეებზე გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ შეიძლება შემდეგ საფეხურზე გადასვლა – ასეთი ტურის შემდეგ ნავში ყველა თავიდან ფეხებამდე სველია.
მეოთხე კატეგორია - მძლავრი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის. (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულგრილი იქნება ამ დაშვების დროს – მეოთხე კატეგორიის გავლის მერე ადამიანი ნამდვილი ჯომარდელი ხდება.
მეხუთე კატეგორია - დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. საჭიროა პროფესიული გამოცდილება. (ენგურის, თერგის, მტკვრის და რიონის გარკვეული მონაკვეთები).
მეექვსე კატეგორია – ამ მდინარეებზე არის სიცოცხლისთვის მაღალი რისკი. ამ კატეგორიის რამდენიმე მდინარეა საქართველოში (თერგი, ენგური, რიონი). ასეთი მდინარის გავლის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ.
უსაფრთხოება
ჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ არის დაცული გარკვეული უსაფრთხოების ზომები. განსაკუთრებით ეს ეხებათ მოყვარულებს, რომლებიც ეშვებიან პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან ასევე მონაწილეების არასწორი ქცევიდან გამომდინარე.
რაც შეეხება კომერციულ ტურებს – ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მონაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ.
ყველა მონაწილეს ურიგდება (აუცილებელია) სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი.. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.
რაც შეეხება კომერციულ ტურებს – ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მონაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ.
ყველა მონაწილეს ურიგდება (აუცილებელია) სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი.. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.
ამ პირობების გათვალისწინებით ჯომარდობა საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნოგართობად შეიძლება იქცეს და როგორც წესი, ერთხელ ნავში მოხვედრილი ადამიანიავადდება “ჯომარდობით” და ცდილობს მეგობრები თუ ოჯახის წევრებიც “ჩაითრიოს” ამ საქმიანობაში.
სერფინგი
სერფინგი -არის ერთ-ერთი უძველესი სპორტი. ტალღებზე სეირნობის ხელოვნება არის ნაზავი ათლეტიზმის, ბუნების სიძლიერისა და სილამაზის გააზრებისა.
სერფინგი არის სპორტი, რომელიც წარმოქმნის საკუთარ კულტურასა და ცხოვრების წესს. ხის დაფით ტალღებზე ცურაობა სამი ათასი წლის წინათ პოლინეზიაში აღმოცენდა. პირველი სერფერები იყვნენ მეთევზეები, რომლებმაც აღმოაჩინეს ეფექტური მეთოდი ტალღებზე საცურაოდ, რაც მათ ეხმარებოდათ სანაპიროებზე გადაადგილებისათვის. საბოლოო ჯამში, ტალღების გამოყენება გახდა ყოველდღიური, რამაც მოახდინა რევოლუცია სერფინგში.
არ არსებობს ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩამოყალიბდა სპორტად. ცნობილია რომ მეფეები, დედოფლები და სენდვიჩის კუნძულზე მცხოვრები ხალხი იყვნენ ძლიერები სერფინგში მე-15 საუკუნეში. ადრეული ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, სერფინგი ჩნდება 1700 წლის შემდეგ ევროპელებისა და პოლინეზიელთა პირველი კონტაქტის შემდგომ ტაჰიტში. ნავიგატორმა ჯეიმს კუკმა აღწერა, როგორ იპყრობდნენ ტაჰიტელები ტალღებს თავიანთი დაფებით მხოლოდ გართობის მიზნით. ჯეიმს კუკმა თქვა : “ერთ დღეს ვსეირნობდი ჩვენს კარავებთან ახლოს და დავინახე, როგორ მოცურავდა ბიჭი ტალღაზე და მე გამიჩნდა დიდი სურვილი, ვყოფილიყავი მის ადგილას. შემდეგ ის უმოძრაოდ ჩამოჯდა დაფაზე და გამოემართა პლიაჟისკენ ტალღის სისწრაფით. გადმოვიდა ხმელეთზე, აიღო ხელში დაფა და დაიწყო სხვა ტალღის ძებნა. მე ვხედავდი, თუ რაოდენ დიდ სიამოვნებას იღებდა იგი ტალღაზე ცურვის დროს, ის შეუფერხებლად ეკვეთა ტალღას და დაიპყრო იგი. ეს შეუდარებელი გრძნობა იყო. ”
ჰავაიში ახალდასახლებული პოლინეზიელები იყვნენ კარგად დაოსტატებული სერფინგში. და რამოდენიმე ასეული წლის შემდეგ ჰავაის ცნობილი სპორტიც აღმოცენდა. ჰავაელი ხალხიდან ვინც უფრო კარგად ოსტატდებოდა სერფინგში, მით უფრო იხვეჭდა სახელს და ეწეოდა რეპუტაცია. მათ ჰყავდათ საკუთარი დაფების მკეთებლები. ამ დაფების შეძენა შესაძლებელი იყო სანაპიროებზე. სერფერები კი ირჩევდნენ თავიანთ დაფებს თავიანთი ნიჭის გამოსავლენად. იმ დროისთვის სერფერები ჰავაიში არც ისე ბევრნი იყვნენ, რადგან სერფინგი მოითხოვდა დიდ სიმამაცეს. ძალიან ცოტა თუ ბედავდა ტალღებთან ჭიდილს, რადგან ყველას ეშინოდა დაფიდან გადმოვარდნის, რაც მათი სიკვდილის შესაძლებლობას იძლეოდა ან ძლიერ ტრამვას. სერფბორდები გადიოდა წმინდა რიტუალებს, რადგან ისინი ხომ იმდროინდელი ექსტრემალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისანი იყვნენ. მხოლოდ 3 სახის ხეს იყენებდნენ დაფების გამოსათლელად. დაფის მკეთებელი ხეს მთლიანად თხრიდა ფესვებიანად და იმ ხვრელში თევზებს ყრიდა. რაც მათი რწმენით იმას ნიშნავდა, რომ იგი წირავდა თევზებს ღმერთებს ამოთხრილი ხის სანაცვლოდ. ხოლო შემდეგ იწყებდნენ დამუშავებას.
დაივინგი
წყალქვეშა ცურვა დაივინგი - წყალქვეშა ტურიზმის ერთ-ერთი აქტიური
სახეობაა.საქართველოში დაივინგი საკმაოდ პოპულარული და განვითარებულია.არსებობს დაივინგის ანუ წყალქვეშა ცურვის საზოგადოება, რომელიც დაგეხმარებათ დაათვალიეროთ ზღვის ფსკერი. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საინტერესოა ზღვა და მით მეტი ადრენალინი გამოიყოფა. ამასთანავე, მეტია საფრთხეც. ასეთ დროს ძირითადად საფრთხეს ქმნიან თევზთა საშიში სახეობები, რომელთაც თუ გინდათ თავი აარიდოთ, არ უნდა გააბრაზოთ, არ უნდა დაურღვიოთ მყუდროება. ისინი უხეშად შეხებისას აგრესიულნი ხდებიან. საშიშია ასევე კიბოსნაირები, ლოდები, კლდეები, წყალმცენარეები, ამიტომ დაივინგის საზოგადოება გიდის გარეშე ამ ტურებს არ აწყობს.წყალქვეშა ცურვისას განსაკუთრებით საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება. ზღვის მცენარეები და საერთოდ, მისი სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და ძალიან საინტერესოა.ძალიან საინტერესოა შავ ზღვაში “ფილოფლორას მინდორი”, 36 მეტრის მანძილზეა გადაჭიმული.
დაივინგის საზოგადოება გთავაზობთ ცურვას სარფში, კვარიათში, ციხისძირსა და პალიასტომის ტბაზე.20 მეტრის სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ, თანდათან იზდრება სირთულეები და რაც უფრო ღრმად ჩადიხართ, მით უფრო ძნელია, რადგან ცუდია მხედველობა და არის ბუნებრივი მღვიმეები. თუ გადაწყვეტთ დაათვალიეროთ შავი ზღვის სამყარო, ოთხი ჩაძირული გემი და სამი თვითმფრინავი და დიოსკურიას კედლის ნარჩენები ფარავნის ტბაზე, აუცილებლად უნდა გაიაროთ დაივინგის საზოგადოებასთან არსებული კურსები, რის შემდეგაც მიიღებთ სერთიფიკატს. 10 წლიდან შესაძლებელია წყალქვეშ ცურვა აკვალანგით, რომელიც იბერება ჰაერით და უსაფრთხოა.
პარაპლანი

პარაპლანით ტანდემური ფრენა -ერთი ფრთა ორისთვის.
ტანდემური ფრენა არის ორი ადამიანისთვის:მზგავრისა და პილოტისთვის. პილოტს ფრენის დროს შეუძლია ადვილად ელაპარაკოს მგზავრს და აუხსნას, როგორ მართოს პარაპლანი.
თუ მგზავრი გამოთქვამს სურვილს, პილოტს შეუძლია ნება დართოს მას, თვითონ მართოს პარაპლანი. თქვენ შეგიძლიათ წამოიღოთ თქვენი კამერა ვიდეოს გადასაღებად და ესდღე თქვენთვის დაუვიწყარი გახდება.ტანდემური ფრენა გრძელდება 30 წუთი.
ტანდემური ფრენები ეს არის სპორტის სახეობა, სადაც მთელი ფრენის განმავლობაში თქვენ გექნებათ ამაღელვებელი შეგრძნებები და იქნებით კონტროლის ქვეშ. ტანდემური ფრენები სასარგებლოა დამწყები და საშუალოდ მცოდნე მფრინავებისთვის, წესებისა და მანევრირების შესასწავლად. სკეიტბორდინგი
სკეიტბორდინგი (ინგ. skate -სრიალი, board -ფიცარი). ექსტრემალური სპორტის სახეობა. გადაადგილება, ჰაერში ახტომა და ტრიუკების შესრულება ოთხგორგოლაჭიანი მომცრო ფიცრით.
სკეიტბორდინგი 60-იანი წლების ბოლოს შეიქმნა კალიფორნიის შტატში. ის წყალზე მოსრიალეებმა შექმნეს, როგორც მისი სახმელეთო ანალოგი. დღესაც ასე ითვლება რომ ყველაზე კარგი სკეიტერები სწორედ კალიფორნიაში ცხოვრობენ.
XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად თვითნაკეთი სკეიტბორდებით სრიალი დაიწყეს გორგოლაჭებით ქროლის (როლერსპორტის) მოყვარულებმა. 1959 წელს გამოჩნდა ქარხნული წესით დამზადებული სკეიტბორდი, რომელიც ფირმა “როლერ დერბიმ” გამოუშვა. პირველი, ვინც სკეიტბორდის სერიოზულად შეხედა და მისი პოპულარიზაცია დაიწყო, იყო ლარს სტივენსონი, კალიფორნიული ჟურნალისტი. 1963 წელს კომპანია “მაკაჰამ” გამოუშვა პირველი პროფესიონალური სკეიტბორდი, რომელმაც კალიფორნიელ მოზარდებს შეჯიბრების საშუალება მისცა. 1964 წელს იქვე დაიწყო გამოსვლა ჟურნალმა “შკატებოარდერ”. XX საუკუნის 70-იან წლებში ფრენკ ნესვორტმა სკეიტბორდს ფოლადის ნაცვლად პოლიურეტანისგან დამზადებული გორგოლაჭები გაუკეთა, კომპანიების “ბენეტის” და “თრაკერის” მეცადინეობით კი დაიხვეწა გორგოლაჭების საკიდი სისტემა და დეკა, რამაც სკეიტბორდის ტექნიკური შესაძლებლობები გააფართოვა. ამან სკეიტბორდის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. 1976 წელს ფლორიდაში ააშენეს პირველი სკეიტ-პარკი, რომელიც ამ სახეობის მიმდევრებს _ სკეიტბორდერებს საშუალებას აძლევდა ნებისმიერ ამინდში ექროლათ. 1978 წელს ალან გელფანდმა გამოიგონა ტრიუკი “ოლი” (“ოლლიე”) _ ჰაერში ახტომა სკეიტბორდით, რაც, ფაქტობრივად, სკეიტბორდინგის საფუძველთა საფუძველია. 1981 წლიდან დაიწყო ტურნირების გამართვა ფულადი პრიზებით. 1995 წლიდან იმართება X-თამაშები (ექსტრემალური თამაშები), სადაც სკეიტბორდინგი ერთ-ერთ უმთავრესი სახეობაა. დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სკეიტბორდერია ამერიკელი ტონი ჰავკი.
თანამედროვე სკეიტბორდინგი იყოფა რამოდენიმე სახეობად: ქუჩის სრიალი , სრიალი აუზში ანუ ფულ სკეიტინგი. ყველა სახეობას თავისი ტქენიკა და ილეთები აქვს.
70-იანი წლებისკენ სკეიტბორდინგი ნელ-ნელა უფრო დაიხვეწა. ოლლი ჯელფენდმა მოიგონა ახალი ილეთი – საოცარი ნახტომი სკეიტით, ხელების დაუხმარებლად. ასე გამოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ილეთი,რომელსაც OLLIE უწოდეს.
90-იან წლებში სპორტის ეს სახეობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა პოპულარულ ექსტრემისტულ სპორტად.
რიჩარდ სტივენსონმა სკეიტბორდს კუდი “შესძინა”, რომელსაც კიკტეილი უწოდეს. მან გააუმჯობესა და გააადვილა სრიალი, შესაძლებელი გახდა მეტი ილეთის გაკეთება.
ამერიკაში დაახლოებით 300 პარკი გაიხსნა სპეციალურად სკეიტერებისთვის.
|
პარკური
პარკური-ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).
ტრეისერი (ინგლ. Traceur) — ეს არის ადამიანი რომელიც „პარკურობს“ და ებრძვის ქალაქურ ჯუნგლებს.
საქართველოში უკვე რამდენიმე ჯგუფია ჩამოყალიბებული.
პარკური დისციპლინაა და ადამიანს შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერი სიახლე გადაადგილებაში ექსტრემალურ სიტუაციაში. და რაღათქმაუნდა შედარებით ცნობილი წარმომადგენელი ამ დისციპლინისა არის-დავიდ ბეილი.
ამ ბოლო დროს გაჩნდა შეკითხვა, რა პრინციპებია (პირობებია) პარკურში და რა არ არის პარკური. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ახალბედები ხშირად ურევენ როგორი მოძრაობა (ელემენტები) დამახასიათებელია პარკურისთვის და რომელი არა.
ძირითათად გაუგებრობა ჩნდება დისციპლინის პრაკტიკაში.
საქმე იმაშია, რომ არის პარკური და არის მომზადება პარკურისთვის. ვეცდები უფრო ადვილად აგიხსნათ. მაგ: მეომარი უნდა ვარჯიშობდეს ყოველდღიურად რათა ბრძოლაში არ დამარცხდეს. მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით რომ მისი ყოველდღიური ვარჯიში ბრძოლაა. ეს მხოლოდ მომზადებაა ბრძოლისთვის.
ასევეა პარკურში. საწყისი ვარჯიშების როლს აქ ასრულებს ფიზიკური ვარჯიშები.
(რომელიც საჭიროა ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობის დროს), საკუთარი სხეულის ფლობის უნარი, ნასესხები აკრობატიკიდან და გიმნასტიკიდან და რაღათქმაუნდა რეგულარული მთავარი ელემენტების (ილეთების) დახვეწა, ქუჩაში თუ შენობაში.
ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს მოსამზადებელ ვარჯიშებად პარკურში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის.
ბრძოლის როლს ამ ხელოვნებაში ასრულებს ქალაქური ცხოვრება და სიტუაცია, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე თუ შენ ცხოვრობ ქალაქურ ჯუნგლებში. მაგალითად: თქვენ სადმე აგვიანებთ, ან რამე მოგპარეს ქუჩაში, ან ღმერთმა დაგიფაროთ დაგჭრეს. ყველა ამ სიტუაციაში და ამ დაგვარში დაგეხმარებათ თქვენივე ცოდნა და უნარები. და როდესაც თქვენ გამოიყენებთ მათ თქვენი მიზნების მისაღწევად ან სიტუაციიდან თავის დასაღწევად ეს იქნება პარკური.
Subscribe to:
Posts (Atom)